
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მუდმივად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის პოსტებს, რითაც გამომწერებს უამრავ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს და კლარჯეთში მდებარე, შატბერდის ტაძარზე წერს.
„ეს ტაძარი, კლარჯეთში, არტანუჯის ციხიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.
მოიხსენიებენ ახალდაბის, ენირაბათისა და შარბერდის სახელით.
სინამდვილეში, რომელი ტაძარია, დაზუსტებით არავინ იცის. ჩემთვის ყველაზე უფრო ის არგუმენტებია სარწმუნო, რომლითაც მტკიცდება, რომ სწორედ ის შატბერდია, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა დააარსა.
არაერთმა მეცნიერმა იმუშავა ამ ტაძრის საკითხზე.
ბოლო დროს, ის თემურ ხუციშვილმა გამოიკვლია და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს სწორედ შატბერდია“,- წერს გოგა ჩანადირი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „რომელია შენი ფავორიტი?“- ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილი ფერად ლუქებში