
პატარა მომღერალი ოთო ბაზერაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო, სტუმრად გადაცემაში სიცრუის დეტექტორი იმყოფებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად ასაკი მოგიმატებიათ? - ოთო ბაზერაშვილმა ასე უპასუხა:
„კი ხშირად. როცა გავდიოდი „რანიანაში“ და გამიცნო ხალხმა, გულშემატკივრების, მათ შორის გოგოების წერილები მომდიოდა ტელეფონზე. მაშინ ვიყავი 11 წლის, მწერდნენ ცოტა უფროსი გოგოები, იმიტომ რომ შეხედულებაზე ცოტა მეტი მეტყობა. რა თქმა უნდა ასაკი მოვიმატე. რომ მეკითხებოდნენ რამდენი წლის ხარო ვპასუხობდი - 13 წლის ვარ“, - ჰყვება ოთო ბაზერაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძაანაც ნუ გაუთამამდები...“ - ლაშა ბექაური ლომის ბოკვერთან ერთად სეირნობს
⭕დღეს, 29 აპრილს „რუსთავი 2-ზე“ ახალი მეგა შოუ „საქართველოს ხმა“ იწყება