Digest Logo

🎥 „მუსიკამ შეგვაერთა მე და ჩემი მეუღლე...“ - რუსუდან მუმლაძე სიყვარულზე

1771533624
რუსუდან მუმლაძე

მომღერალი და კომპოზიტორი რუსუდან მუმლაძე სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულსა და შემოქმედებაზე ისაუბრა:

„რა სიმღერაც უნდა ვიმღერო დღეს, ვიტყვი რომ სიყვარული არ დაბერდება. სიყვარულს ასაკი არ აქვს. ჩემი და სიმღერის სიყვარულს რაც შეეხება, ფაქტობრივად ერთად დავიბადეთ. სიმღერისა და მუსიკის გარეშე არ შემიძლია. ამიტომ ავირჩიე ჩემ პროფესიად მუსიკა. როცა როიალს მივუჯდები და ვუკრავ, ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება.

პირველი სიყვარული დავწერე, როცა პირველი სიყვარული მეწვია, 18 წლის ასაკში. მანამდე სულ საქართველოსა და დედაზე ვმღეროდი. სიყვარულმა დამაწერინა. ეს არის ჩემი უსაყვარლესი სიმღერა. მუსიკამ შეგვაერთა მე და ჩემი მეუღლე. დიდი როლი ითამაშა. სხვა პროფესიის რომ ვყოფილიყავი, შეიძლება არ შევხვედროდით ერთმანეთს, თუ შევხვდებოდით ყურადღებას არ მივაქცევდი“, - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა

⭕„მთელი დღე არ გაჩერდით და არ დაგეზარათ ამდენი სიყვარულის გამოგზავნა...“ - გოდერძი შარაშია საზოგადოებას მადლობას უხდის

⭕„ეკლესიურობა არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა...“ - თეოდორე გიგნაძე