ნინი ბრეგვაძე, იგივე Nini Iris, ქართველი მომღერალია, რომელმაც ამერიკულ „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა. იგი პროექტის ნახევარფინალისტიც გახდა.
ამჟამად ნინი საქართველოშია და იგი სტუმრად გადაცემა „კაცებში“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ცოტა ხნის წინ ვმონაწილეობდი ამერიკულ „ვოისში“ როგორც იცით. ახალა მუსიკებს ვწერ და საკუთარ ალბომს ვუშვებ. ძირითადად ინგლისურად ვწერ სიმღერებს, თუმცა ახლა ჩემი პირველი ქართული სიმღერა დავწერე რომელიც უკვე გამოვიდა. ესპანურ ბენდშიც ვყოფილვარ, ძირითადად ბექ-ვოკალში.
ბევრ ჯგუფში მიმღერია. ისინი მპოულობდნენ, ძირითადად ახლობლებისგან იგებენ. რესტორნები და კლუბები, ყველაფერი მოვლილი მაქვს. ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი პროექტში მოხვედრას ალბათ ექვსი წელი. მეშვიდე ცდაზე გამოვიდა. ჯამში რვა წელია სულ, რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ.
თვიდან მიდიოდი კასტინგზე, კოვიდის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. და ასე უგზავნი ყველაფერს შენს თავზე. იმათთვის ავტორიტეტი არ არის სხვა პროექტების გამოცდილება. ნაილ ჰორანი ძალიან შემეხვეწა, რომ მის გუნდში ვყოფილიყავი. მუხლებში ჩამივარდა“, - ჰყვება ნინი ბრეგვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დათო ყიფიანის დაბადების დღეა... გამარჯვება დღეს ჩვენს ბიჭებს“ - რას წერს ზურა ხაჩიძე
🎥 „ბეგიმ კბილებიც გაიხეხა, პირიც დაიბანა და ტანიც“ - რა კადრებს აქვეყნებს თბილისის ზოოპარკი
⭕დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი, პიკურ დროში, განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს