
„იმედის დილა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდა იმის გასაგებად, თუ როგორი ამინდი გველოდება მომავალი 1 კვირის განმავლობაში.
მიმდინარე კვირაში კარგი ამბავია მათთვის, ვისაც უყვარს მზე და მაღალი ტემპერატურა. თუმცა კვირის ბოლოს ნავარაუდებია ნალექიც.
„ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოში კი 33 გრადუსამდე მოიმატებს. მომდევნო დღეებში ნამდვილი გაზაფხული დადგება, თბილი, ნათელი, მზიანი. 18 აპრილის ჩათვლით, შეგვიძლია დავტკბეთ არაჩვეულებრივი ამინდით“, - განაცხადა თამარ პაპაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი სიდედრები და დედამთილები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები