Digest Logo

ნანული გუგუნავა მეუღლის, ნოდარ დუმბაძის გვერდით, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

1790347690
ნანული გუგუნავა

ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

„ჩემთვის ბებიაჩემი იყო თავისი ქმრის ერთგულების, ოჯახის სიყვარულის მაგალითი და სიმბოლო და ჩემთვის, მართალია, ბავშვობა დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ ის, რაც ბავშვობის სილაღე მოგყვება ყოველთვის ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, გინდა, რომ გამოგყვეს... ბებიაჩემის წასვლით, თითქოს ეს სილაღეც დამთავრდა. სევდიანი განწყობა მაქვს, რა თქმა უნდა", - აცხადებს ნანული გუგუნავას შვილიშვილი ნოდარ მაჭარაშვილი.

გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ნანული გუგუნავა 22 სექტემბერს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანჯელინა ჯოლიმ ლოს-ანჯელესის ისტორიული მამული 24.75 მილიონ დოლარად გაყიდა - დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება სასახლე

🎥 ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

🎥 🪿⭐ ვაკის ახალი ვარსკვლავი - გაიცანით, ვაკელი ბატი ტანტალა ტასო

✕