Digest Logo

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა: ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შს სამინისტროში აღადგინა

1744359244
სოსო რობაქიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ - „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“.

„ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც სულ ცოტა 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.

ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, რომ „სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო“. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე,“- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. პატრულის მიერ გასროლილი ტყვიას 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება; კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე სამართალდაცავებმა დააკავეს. 2012 წელს ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამნაშავედ ცნო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი, როცა უბანში როცა ჩამოდის ავტორიტეტი აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ