
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს გამოსვლას საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე. მერვედფინალში 33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 52-ე ჩოგანი, შეჯიბრებაზე მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი ქუენტინ ჰალისი ორ სეტში, 7:6 (9:7), 7:6 (7:4) დაამარცხა.
მატჩი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ჩოგბურთელებმა შეხვედრის მანძილზე ბრეიქის შესრულება ვერ მოახერხეს და ყველაფერი ტაიბრეიქზე გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა ზედიზედ ორი მატჩი მარტის შემდეგ პირველად მოიგო.
მესამე წრეში ქართველი პირველ ნომრად განთესილ ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 29-ე ადგილზეა.
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 157-ე პოზიციას იკავებს და ბორდოს ტურნირის შემდეგ რეიტინგში დაწინაურდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რონალდინიო თბილისშია...“ - კახა კალაძე ლეგენდასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
⭕„გრძელი ენის მქონე ესპანელი ბიჭი ლამაზი ვარცხნილობით“ - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას
⭕ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელსაც თვის ბოლომდე მოულოდნელი სიხარული ეწვევა
წყარო: 1tv.ge