ტრავმის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერადაც დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა „ბრესტის ჩელენჯერის“ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგ კალვინ ემერისთან ორ სეტში, 1:6, 6:7 (3-7) წააგო.
ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 394-ე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე ემერი 208-ე პოზიციას იკავებს.
პირველ სეტში ქართველ ჩოგბურთელს შანსი არ ჰქონია, მოწინააღმდეგემ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.
მეორე სეტში ბასილაშვილმა თავისი თამაში იპოვა. 5:3-ზე პარტიის მოგების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ემერი დაბრუნდა, სეტი ტაიბრეიქამდე მიიყვანა და იქ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტრავმით თამაშობდა. ზაფხულში მან იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა და კორტს მხოლოდ მიმდინარე თვეში დაუბრუნდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 28 ოქტომბერს დაბნელების დერეფანი სრულდება - რატომაა ეს თარიღი განსაკუთრებით საყურადღებო?