ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ასპარეზობას ძირითად ბადეში გააგრძელებს.
ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო კლასიფიკაციაში 170-ე ადგილზე მყოფ იტალიელ ფედერიკო ჩინას სძლია.
58-წუთიან შეხვედრაში ბასილაშვილმა ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 გაიმარჯვა.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის ძირითადი ეტაპის პირველ წრეში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: