ალმათის ტურნირის ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ.
პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, ორივე ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგო და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც გამარჯვება ნიკოლოზს დარჩა.
მეორე სეტში მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა მოუმატა და უშანსოდ, 6:1 გაიმარჯვა, მესამე სეტში კი ორი ბრეიკი შეასრულა, ბასილაშვილი 6:3 დაამარცხა და ალმათის ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ტოპ 100-ში დაბრუნდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა
წყარო: lagazzetta.ge