ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიმდინარე „ჩელენჯერის“ ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.
გათამაშების მეოთხედფინალში ბასილაშვილმა მსოფლიოს 112-ე ჩოგანი, ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 27 პოზიციით დაწინაურდა და 372-ე ადგილს იკავებს.
ვერონას ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლიეტუველ გაუბასსა და ბოლივიელ დელიენს შორის გამარჯვებული იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თავად უფალი ბრძანებს - „იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?
🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან
წყარო: 1tv.ge