Digest Logo

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უგო ბლანშე დაამარცხა და მურსიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

1711032104
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში, მურსიის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მერვედფინალში ბასილაშვილმა ფრანგი უგო ბლანშე ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობა ქართველს ჰქონდა და მეტოქემ თავისი თამაშის ჩვენება ვერ შეძლო.

მურსიის ტურნირზე ბასილაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕🎥 „ამაზე დიდი ემოციები არ არსებობს“ - ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები, ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

🎥 „17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა...“ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ დედაზე