
ყველასათვის საყვარელი ჟღალთმიანი მსახიობი ნინო ბურდული იუბილარია - მსახიობი 66 წლის გახდა. იგი თბილისში, 1958 წლის 11 მარტს დაიბადა. ნინო ბურდულმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
როგორც მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ განაცხადა, ინტერვიუებს არ იძლევა ხშირად, რადგან მობეზრდა.
მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი მთავარი როლი თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრში, მარჯანიშვილისა და ახმეტელის სახელობის თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, თავისუფალსა და სამეფო უბნის თეატრებში, თეატრ „ვერიკოში“.
იგი გადაღებულია 15-მდე მხატვრულ კინო და ტელე ფილმში, რამდენიმე ტელესერიალში.
2006 წლის მიწურულს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი - თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა ბორის აკუნინის „ვთამაშობთ თოლიას“.
გთავაზობთ მსახიობის ბოლო ინტერვიუს, რომელიც ძალიან საინტერესოა 👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე
⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
🎥 „ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და ნიჭი...“ - კახა კალაძე