Digest Logo

„ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

1739869675
ქარბუქი ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

🎥 „არ ვაპირებ სიმსივნეს დავნებდე“ - ბიანკა ბალტი, რომელიც მე-3 სტადიის კიბოს ებრძვის „სან-რემოს“ მუსიკალური ფესტივალის თანაწამყვანი გახდა

🎥 „შემდეგი კვირა საშინელი სამჯავროს კვირა არის, ქრისტიანი ადამიანი ყველაფერს სიყვარულით უნდა აკეთებდეს“ - როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის?