NUFCblog-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით „ჩელსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ გარდა, „ნიუკასლიც“ დაინტერესდა.
„ნიუკასლის“ სიაში მამარდაშვილი და ხუთი ნახევარმცველია.
„ნიუკასლი“ „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე დაკვირვებას განაგრძობს. ამ სეზონში ინგლისური კლუბის სკაუტები ლა ლიგის რამდენიმე მატჩს დაესწრნენ, რათა ახალგაზრდა ქართველი მეკარის თამაში ენახათ.
ესპანეთში შთამბეჭდავი ასპარეზობის შემდეგ, 23 წლის მამარდაშვილი ბუნდესლიგის ყველაზე ტიტულიანი კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესსაც იწვევს.
ზაფხულში „ნიუკასლი“ კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება – კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია ნახევარმცველების, მარჯვენა გარემარბისა და მარცხენა მცველის დამატება“, – წერს გამოცემა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: