
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემა „ექიმებში“ ის ხუთი მოძველებული ნივთი და პროდუქტი გააცნო საზოგადოებას, რომელიც სახლში არ უნდა შევინახოთ.
მისი თქმით, კბილის ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რომელიმე ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მოხდის შემდეგ კი აუცილებლად უნდა გადავაგდოთ.
„არის ხუთი მოძველებული ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში დევს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის მოსმენის შემდეგ ამ ნივთებს აუცილებლად გაიტანთ სახლიდან. პირველი ნივთი არის კბილის ჯაგრისი. როდესაც გავა სამი თვე ან გვაქვს რაიმე ინფექციური დაავადება გადატანილი, ჯაგრისზე, რომელსაც ვხმარობთ, აუცილებლად დაგროვდება ცუდი ბაქტერიები. ეს ცუდი ბაქტერიები თავისთავად იწვევენ მეორად ინფექციის განვითარებას არამხოლოდ პირის ღრუში, არამედ მთელ ორგანიზმში. კოვიდს როდესაც მოვიხდით, აუცილებლად უნდა გადავაგდოთ კბილის ჯაგრისი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე ინფორმაციით, ყურადღება უნდა მივაქციოთ სანელებლების ვადას და ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადავყაროთ.
„სახლში ყველას აქვს სანელებლები. ამ სანელებლებს თავისი ბიოლოგიური აქტიურობა გააჩნია გარკვეული პერიოდი, მაგრამ როგორც კი ვადა გასდის, ტოქსიკურად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. თუ მშრალი სანელებლები გვიდევს ნესტიან ადგილზე, ის თავის ბიოლოგიურ თვისებას იცვლის და შეიძლება ჭიებისა და მატლების საბუდარიც კი გახდეს“, - ამბობს რატიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ფეხის ტერფზე მაქვს პრობლემა - პოდაგრა და აუცილებლად მჭირდება ოპერაცია“ - თამო ვაშალომიძე
🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია
🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა
🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი
🔵„უსაქმური, მეტი სიტყვა არ გამახსენდა“ - ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტზე