ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მიმართავს და კანზე წურბელების თვითნებურად დასმის მზარდი პრაქტიკის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ექიმის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც პაციენტები კლინიკას წურბელების გამოყენების შემდგომი მძიმე გართულებებით, კერძოდ კი, კანის ინფექციებით მიმართავენ.
ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მედიცინის პირობებში არასტერილური მეთოდებით „წნევის დაწევისა“ თუ „სისხლის გაწმენდის“ მცდელობა ჯანმრთელობისთვის დიდ რისკს შეიცავს:
„ხალხო, ნუ ისვამთ ამ წურბელებს კანზე, რაღა დროს წურბელებია ან საერთოდ რატომ არის დაშვებული მათი გაყიდვა, გაუგებარია.
ერთ კვირაში კანის ინფექციის მქონე ორი პაციენტი შემოვიდა, რომელსაც წურბელების მიერ დაზიანებულ კანში შეეჭრა ინფექცია.
ადამიანს, მით უმეტეს ახალგაზრდას, „წნევის დასაწევად“ და „სისხლის გასაწმენდად“ რატომ უნდა მოუვიდეს თავში წურბელის დასმა, ვერ ვიგებ?!“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - ასტროლოგი ტყუპებში მარსისა და ურანის ტრანზიტზე