Digest Logo

„ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით ჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება“ - გიგი უგულავა

1696513565
უგულავა გიგი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით ჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება“.

უგულავამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

„რუსები ოჩამჩირეში ყოფილი სამხედრო პორტის აღდგენას იწყებენ.

ეს პორტი იქნება აქტიურად ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ხორბლის თუ სხვა ეკონომიკური კორიდორების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს რომ ოჩამჩირის პორტი, რომელიც განმუხურიდან თვალით ჩანს, უკრაინის ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი გახდება.

აქედანაც კარგად ჩანს ვის უნდა ომი და ვინ ითრევს ომში საქართველოს.

ამასთანავე, მხოლოდ უკრაინის გამარჯვება ქმნის შავი ზღვის აუზიდან რუსეთის ამოძირკვის წინაპირობას, ბალტიის ზღვის მსგავსად.

ამ კუთხით აფხაზეთის „ანკლავი“ განწირულია.

საქართველოს გამთლიანების შანსი უკრაინის გამარჯვებაა, მაგრამ არც ეგეთ შემთხვევაში დაგვეცემა თავზე საჩუქარი. „რა უნდა ამერიკულ გემს შავ ზღვაში“ - გვამცნო თავის დროზე ბიძინამ.

რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ასლან ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება“, -  წერს გიგი უგულავა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 ფაქტობრივად ხათუნას გაზრდილი ვარ, ის ჩემს დედამთილად დარჩა - რას ჰყვება თიკა ჯამბურია

🎥 „როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და საფლავში ატანდა, ეს ერთგულების ნიშანი იყო“ - მარგალიტა დაიაური ხევსურულ ტრადიციებზე საუბრობს