საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ხათუნა თაკალანძემ აფხაზური აჯიკა წარმოგვიდგინა:
„აფხაზურ აჯიკას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ჩემს ბავშვობაში, მახსოვს ქვით ბებია და დედა ოდაში ამზადებდნენ სადილს და ეს სუნი ტრიალებდა მთელს ეზოში, სახლში, ოდაში, საოცრება იყო.
ფელამუში ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს და ეს ყველა დღესასწულზე უნდა იყოს.
დიდი სურვილი მაქვს, ძალიან მალე დავბრუნდებით აფხაზეთში, ვიზეიმებთ და მე შემიძლია თითოეული თქვენგანი იქ დავპატიჟო. ჩვენ დავბრუნდებით.“, - ამბობს ხათუნა თაკალანძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ითვლება, რომ ეს კერძი ბარაქის მომტანია...“ - ზაზა ჭრიკიშვილი ქვემო ქართლის ტრადიციულ კერძზე