საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.
გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ზაზა ივანიძე მესხურ სუფრაზე გვესაუბრება:
„აპოხტის ხინკალს იუნესკომ მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩვენთან, მესხეთში ძირითადად ფურნეებია, სადაც მოსულ სტუმარს სადღესასწაულოდ, ტრადიციულად ვუცხობთ მესხურ ქადებს, რომელიც ფენებად არის.
ქადის მომზადება იმდენად რთული პროცესია, რომ ფეხშუმზე სამი, ოთხი ქალბატონი აკეთებს.
მესხეთში მოგვყავს ენდემური ჯიშის ხორბალი, დიკა.
წითელი დოლის ჯიშს აქვს გლუტეინის ნაკლებობა“, - ამბობს ზაზა ივანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: