ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.
ამჯერად იგი ზვიად სირაბიძის გადაცემა „პროექციაში“ სტუმრობდა, სადაც თქვა, რომ ოჯახი ერთი დიდი ტყუილია:
„ჩემი აზრი ოჯახზე:
ოჯახი ერთი დიდი ტყუილია, ძალიან დიდი ტყუილი, მაგრამ იმ სხვა დიდ ტყუილებთან ერთად, რაშიც კაცობრიობა ცხოვრობს. უბრალოდ, ადამიანმა ფორმა ვერ იპოვა მეტი. ადამიანს გადარჩენა და უსაფრთხოება უნდა.
ჩვენს კულტურაში ბავშვი ყოველთვის მსხვერპლია ამ ოჯახური გარემოსი, რომელიც 10-იდან 9 შემთხვევაში ჯანსაღი არ არის და ამიტომ, როცა ჯანმრთელ გარემოზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან შიშველი სიმართლეა, მე ვიცი, რომ ამის მოსმენა ხალხს არ მოსწონს, მაგრამ როცა ჯანსაღ გარემოზე ვსაუბრობთ, ოჯახი არის კი ჯანსაღი გარემო?
ოჯახი, როცა ორი შეუმდგარი, დაუმთავრებელი, თავის თავში ჯერ ისევ „გაუზრდელი“ ანუ დაუბადებელი პიროვნებების ერთობაა - იქ ჯანმრთელია გარემო? როცა ადამიანებმა თავად ვერ გაიგეს საით წავიდნენ ცხოვრებაში და თავად მსხვერპლნი არიან სოციო-კულტურის, ჯანსაღია ეგ გარემო? მათ შვილზეც კლონირება მიდის ამიტომ ოჯახი და ჯანმრთელი გარემო მხოლოდ წიგნებშია“, - ამბობს ნონა ხიდეშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება“ - „თბილისი ენერჯი“
⭕„აიღეთ ნებისმიერი ქვის სამკაული, დაიჭირეთ ხელში და წარმოიდგინეთ...“ - სატურნის რიტუალი
⭕„ნახა, უპასუხა, ინანა...“ - როგორ პასუხობენ მესიჯებს სხვადასხვა ფსიქოტიპები