
გორის კაპელის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა სტუმრად გადაცემა „დღის პოსტში“ იმყოფებოდა, სადაც პროფესიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ძალიან მკაცრი და უხეში ვარ რეპეტიციაზე. იქიდან გამოსული რადიკალურად სხვა ადამიანი ვარ. ეს სიმკაცრე უნდა იყოს ობიექტური. იმდენად მრავალფეროვანი ცხოვრება გვაქვს, ჩემმა მოსწავლეებმა იციან რომ დისციპლინა აუცილებელია. ზოგადად კოლექტივის მართვა არის რთული. არ გამოვყოფდი არც ერთ სქესს.
მე გავიარე შრომით ყველაფერი. მთელი ჩემი გონება და ფსიქოლოგია უნდა იყოს იმ საქმისთვის რასაც ვაკეთებ. ძალიან მინდა რომ განტვირთვის სახით ფინჯან ყავაზე დავჯდე მაგრამ არ გამოდის. მეუღლესაც არეული ცხოვრება აქვს და მეც, მაგრამ რაღაცნაირად ვუგებთ ერთმანეთს. ჩემს მეუღლეს აინტერესებს როგორ მიდის პროცესი, რა მაცვია და ა.შ.
ძალიან მიყვარს კულინარია, დროის გამო ვერ ვახერხებ, თორემ ჩემი მეორე სტიქიაა სამზარეულოში ფუსფუსი და სისუფთავის დაცვა“, - აღნიშნა თეონა ცირამუამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი - ნიშნები და სპეციალისტის რეკომენდაციები
🎥 „მუდმივად შეყვარებული ვარ, ეს მახალისებს და მაბედნიერებს“ - ნანა შელია ასაკზე და ჩაცმის სტილზე