![ნინო მუმლაძე ნინო მუმლაძე](https://digest.ge/uploads/files/2024/06/07/54684/nino-mumladze_w_h.jpeg)
2024 წლის 28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორც გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.
ამჯერად ნინომ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა, ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
– რამდენად ემოციური ადამიანი ხართ?
ნინო მუმლაძე: ძალიან ემოციური ვარ. ვცდილობ არ გამოვხატო. თუ ემოციებს ავყევი, შეიძლება, ცუდად მოვიქცე (იცინის). ასაკთან ერთად მათი მართვა ვისწავლე. ახლა ამ დროს საერთოდ უკონტაქტო ვხდები და შიგნით ვხარშავ ყველაფერს. ეს გაცილებით რთული ასატანია, მაგრამ ვფიქრობ, ასე ჯობს. ყოველთვის ვერ ვიკავებ თავს. ხანდახან მაინც იფეთქებს ხოლმე. რაც უფრო ახლობლებს ეხებათ საქმე, მით უფრო თამამი ვარ ემოციების გამოხატვაში. ამ ამბავში ახლობლები უფრო მეჩაგრებიან, ეს, მგონი, ყველასთან ასეა (იცინის). ადრე საზოგადოდაც უფრო თამამად გამოვხატავდი ემოციებს. თუმცა, ახლა კარგი ემოციების შეკავებას ნამდვილად არ ვცდილობ.
– ტირილის უფლებას თუ აძლევთ თავს და ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
ნინო მუმლაძე: ორსულობისას ძალიან ხშირად ვტიროდი. ისედაც ემოციური ვარ და ორსულობისას, საერთოდ, ყველა წვრილმანზე გული მიჩუყდებოდა. კარგი იყო თუ ცუდი არ აქვს მნიშვნელობა (იცინის). ზოგადად, ცრემლების არ მრცხვენია. ადამიანი იმით არის უნიკალური, რომ ემოციები აქვს და ცრემლიც ადამიანურია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რას უნდა ვუცქერდე ახლა მოაზროვნე ახალგაზრდა საქართველოზე უკეთესს?...“ - რას წერს გია მურღულია