Digest Logo

„ოთხი დედმამიშვილი ვართ და ვეძებთ დას, ჩემი ძმის ტყუპს... სენაკში 1997 წლის 3 დეკემბერს დაბადებულ გოგოს“ - ჯგუფში „ვეძებ“ მორიგი ემოციური ისტორია ვრცელდება

1726479371
თაკო ადამია

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ გამზრდელი დედა მისი ბიოლოგიური დედა არ არის, ამიტომ ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. დაახლოებით 4 წლის წინ შექმნა ფეისბუკ ჯგუფი სახელწოდებით - „ვეძებ“, რომ მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ. ამ ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც 160 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, უკვე ძალიან ბევრმა დედამ იპოვა შვილი, დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ა.შ. ასევე ფარდა აეხადა ბევრ უმძიმეს საიდუმლოს თუ ამბავს, დადასტურდა არაერთი ფაქტი, როცა ბიოლოგიურ მშობლებს უთხრეს, რომ მათი ახალშობილები მშობიარობისას გარდაიცვალნენ, სინამდვილეში კი პატარები გაყიდეს.

ამჟამად ჯგუფში მორიგი ისტორია ვრცელდება, რომლის ავტორი 4 დედმამიშვილი მეხუთე დას ეძებს.

„დაიჯესტი“ პოსტის ავტორის ნებართვით გიზიარებთ ემოციურ ისტორიას, იმ იმედით, რომ აღნიშნული ამბავი ადრესატამდეც უფრო მალე მიაღწევს:

„სალამი 

ოთხი დედმამიშვილი ვართ და ვეძებთ დას, ჩემი ძმის ტყუპს …

სამეგრელოში, სენაკში დაბადებულ გოგოს. 1997 წლის 3 დეკემბერი. შესაძლოა, მას დაბ.თარიღი შეუცვალეს, თუმცა ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის მაქსიმუმ 7-მდე თარიღი იქნება აღნიშნული.

იქნებ, ისიც გვეძებს ჩვენ .. ჩვენს მშობლებს მოჰპარეს და გაყიდეს. უთხრეს, მოკვდაო, რასაც არ ადასტურებს არც ერთი გარემოება, პირიქით ..

1997 წლის 3 დეკემბერი - სამეგრელო, სენაკი… თუ ვინმე საკუთარ ისტორიას მიამსგავსებს ამას, მომწერეთ .. გამოჩნდით

Edit: რჩევით, პოსტს ჩვენ ოთხის ფოტოც დავურთე

ბავშვის სავარაუდო გვარი: ლომია(დედის - ადამია), წულაია(დედის - ჯანჯღავა), სიჭინავა(დედის - ხვიჩია), პაჭკორია (დედის - წულაია), ჯოჯუა(დედის - გაბუნია), ბაღუშვილი (დედის - ინალიშვილი), ჭიჭინაძე (დედის - გაბელია), ნარსია (დედის - ძაძამია), ჯანჯღავა (დედის - სიგუა), ჭითავა (დედის - გოგინავა)“,- წერს თაკო ადამია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოერიდეთ ფულის დაბანდებას და ფანტასტიკური კვირა გექნებათ თუ...“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 16-22 სექტემბრის შუალედში

🎥 „შესაძლოა ვიღაცამ  თქვენი მოტყუება სცადოს ან თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდეთ...“ - 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

🎥 „ვერ იტანდა როცა მის მეგობრებს უფროსკლასელები ჩაგრავდნენ...“ - რას ჰყვება მერაბ დვალიშვილის პირველი მასწავლებელი?