Digest Logo

🎥 „პანიკური შეტევა დამემართა, გამომიტანეს...“ - რატომ დასრულდა ბაბი კირკიტაძის პირველი სტუმრობა ღამის კლუბში კატასტროფით

1782376414
ბაბი კირკიტაძე

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ბაბი კირკიტაძემ საზოგადოებას თავისი ცხოვრების უცნობი ეპიზოდი „იმედის“ კულინარიულ შოუში სტუმრობისას გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ღამის კლუბების კულტურა და იქ არსებული გარემო სრულიად მიუღებელი და უცხოა.

მომღერალი იხსენებს თავის პირველ და ერთადერთ გამოცდილებას, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემითა და სერიოზული შფოთვით დასრულდა:

„ღამის კლუბები ჩემთვის სრულიად გაუგებარი რამაა. ვისაც მოსწონს, იაროს, ალბათ მათთვის გადასარევია. ერთხელ ვიყავი, დამაინტერესა და ისეთი პანიკური შეტევა დამემართა, ფეხიც ვეღარ გამოვდგი, გამომიტანეს. ეს იყო ჩემი ღამის კლუბთან ურთიერთობა“.

მომღერალმა იქვე დასძინა, რომ ხმაურიანი და ჩაკეტილი სივრცეების ნაცვლად, დროის გატარების სრულიად სხვაგვარ, ტრადიციულ და მყუდრო ფორმატს ანიჭებს უპირატესობას.

„გემრიელი სუფრა და ბანტიანი გიტარა მიყვარს“, – აღნიშნავს მომღერალი.

მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველი: რა მიგვანიშნებს, რომ ურთიერთობაში ბალანსი დარღვეულია? - ფსიქოლოგის რჩევები

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები

⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე