ერის სულიერი მამის გარდაცვალებიდან მალე ორმოცი დღე გავა. ქვეყანა გლოვისა და სიახლის გზაჯვარედინზე დგას - დავკარგეთ პატრიარქი და ველოდებით ახალს, ახალი ეპოქის დასაწყისს. ეს არ იქნება მზიანი ღამე, მაგრამ იქნება ისტორიული, ეპოქალური დღე, როცა ილია მეორის შემდეგ პატრიარქის ჯვარი უნდა იტვირთოს მან, ვისაც უფალი ინებებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად.
უდიდესი პასუხისმგებლობაა, გააგრძელო გზა, რომელიც გაკვალა ილია მეორემ - სუდარაგადაფარებულ ეკლესიას მხოლოდ მან დაუბრუნა სიცოცხლე. მისი როლი საქრისტიანოში და მართლმადიდებელ სამყაროში რომ განუზომელი იყო, ამას არა მხოლოდ საქართველოში ვხედავთ, არამედ ეს მთელმა მსოფლიომ იცის და აღიარებს.
დღემდე მწუხარებაა ათონის მთაზე - იქ მოღვაწე უმაღლესი იერარქები იხსენებენ მის უწმინდესობას, მის განუსაზღვრელ ღვაწლს ერისა და ბერის წინაშე. წმინდა მთაზე ძალიან კარგად იცნობენ უწმინდესის მოსაყდრეს მეუფე შიოს. ფიქრობენ, რომ პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ის იქნება. მეუფე შიოს ათონელი ბერები უწმინდესის ღირსეულ რჩეულს უწოდებენ.
ნახეთ, სპეციალური რეპორტაჟი ერის სულიერ მამაზე, რომელიც ყოველთვის გვასწავლიდა, რას ნიშნავს მისთვის სამება და რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ აპუ ბაბუ“ - ანრი ჯოხაძის დის შვილიშვილი 1 წლის გახდა