Digest Logo

🎥 „პირველ რიგში, ავთვისებიან წარმონაქმნზე ვიფიქრე...სეფსისი განვითარდა“ - რა შეემთხვა ნინო ნადირაძის შვილიშვილს

1771335731
ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე, გადაცემაში „იმედის დილა“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც შვილიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც ირკვევა პატარამ მაგნიტი გადაყლაპა, რასაც რიგი გართულებები მოჰყვა.

ნინო ნადირაძემ საკუთარი ოჯახის მაგალითზე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა:

„ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. თვეების შემდეგ, როცა შევძელი ამაზე საუბარი, მაშინ გავაჟღერე. აუცილებელია, სხვებიც გაფრთხილდნენ. ერთი შეხედვით უწყინარი სათამაშო, თუმცა თვალის მომჭრელი, აღმოჩნდა სასიცოცხლო. სხვადასხვა ფერისაა, ჰგავს კანფეტს, თან პატარა ბავშვებს 5 წლის ასაკამდე მიდრეკილება აქვთ ყველაფრის გასინჯვის. იმდენად ჰგავს ტკბილეულს, მე თავადაც გავსინჯე - სასიამოვნო სრიალა ბურთულაა.

ბავშვს ჰქონდა საშინელი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა. არ ვიცით, როდის მოხდა. ჯიბეში, ჩუმად, მოტანილი მაგნიტები იყო. ბაღიდან წამოიღო. ისეთი ზედგადაყოლილი პედაგოგები და ყურადღება აქვთ ბაღში, ერთი სიტყვა ვერ გავიმეტე მათთვის.

უმძიმესი შემთხვევა იყო: გაუვალობის სურათი, ტკივილი და ა.შ.

პირველ რიგში ავთვისებიან წარმონაქმნზე ვიფიქრე, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი ამას. იაშვილის ექიმებმა თავიდანვე შეიტანეს ეჭვი, რომ მაგნიტების ბრალი იყო. ყოფილა ასეთი შემთხვევები. ორგანიზმი მაგნიტს და რკინას ვერ ინელებს, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი იწებებს. სეფსისი განვითარდა და ოთხ ადგილას იყო დაზიანება“, - ამბობს ნინო ნადირაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ აშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

⭕„ყოველი მისალმება — ეს პატარა ლოცვაა სხვისთვის“ - რას წერს ასტროლოგი

⭕ვეტერანი კალათბურთელი ზურაბ ქარაბაკი გარდაიცვალა