Digest Logo

„პირველად მესმის“ - რას აცხადებს „არტანუჯის“ დამფუძნებელი ბუბა კუდავა მარიკა ბაკურაძის გათავისუფლებაზე

1679904121
მარიკა ბაკურაძე

გამომცემლობების, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ მფლობელებმა ტელეიმედის სახე მარიკა ბაკურაძე 15 - წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - ერთი მესიჯით დაითხოვეს.

🔵 მარიკა ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

როგორც ბაკურაძე აცხადებს, იგი ეჭვობს, რომ გამომცემლობების ხელმძღვანელები მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას იჩენენ.

„რომ ყოფილიყო რაიმე წინაპირობა, ვიფიქრებდი რომ ვცადეთ და ვერ გამოვასწორეთ. არაფერი მსგავსი. დილით ვმუშაობდი და საღამოს გამათავისუფლეს. მე ვფიქრობ, რომ მათ პრობლემას შეექმნათ და შეუთავსებლობა აქვთ, რადგან მე ვარ ტელეიმედის სახე, მათთან კი 15 წელია ვმუშაობ. - ეს არის დისკრიმინაციის ერთგვარი ფორმა. სხვა რა შეიძლება დავარქვათ“, -  აცხადებს მარიკა ბაკურაძე.

გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი ბუბა კუდავა კი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

არ ვარ საქმის კურსში, პირველად მესმის“, - განაცხადა კუდავამ „იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

რაც შეეხება „არტანუჯის“ მთავარ რედაქტორ ზვიად კვარაცხელიას მან განაცხადა, რომ ტელეიმედთან კომენტარს არ გააკეთებს და არც ბაკურაძის მიზეზებს განმარტავდა.

„არც პოლიტიკური, არ ემოციური ფაქტორი არ ყოფილა. იმედის ტელევიზიასთან მეტ კომენტარს არ ვაპირებ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵  „ამ კვირაში მოაგვარეთ პრობლემები, რადგან მომდევნო კვირა შედარებით მძიმე იქნება“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵  „ფინანსური სიურპრიზების დღეა“ - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირას - მიხეილ ცაგარელი გირჩევთ

🔵  „27 წლის გიორგი მენინგიტით გარდაიცვალა, დარჩა ორსული ცოლი. იმის გამო, რომ გიორგის „გირჩის“ ცნობა ჰქონდა აღებული, შალვა კეკელიამ წესი არ აუგო“ - ბექა ყორშია