მაგდა ჯოხაძე (მაგდალენა ჯოხაძე) არის ცნობილი ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და ვოკალის პედაგოგი. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია მომღერალ ანრი ჯოხაძესთან ერთად შესრულებული დუეტებითა და ერთობლივი მუსიკალური პროექტებით.
მაგდა ჯოხაძე ბებია 2025 წლის აპრილში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გახდა.
როგორი იყო შვილიშვილთან პირველი ჩახუტება, ამაზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა:
„დანიელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა, ამ დღემ ოჯახშიც და ჩემშიც რაღაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
რაღაც პერიოდი მძიმე იყო დანიელისთვისაც და მარიამისთვისაც, თვე-ნახევრით ადრე გაჩნდა, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ პირველად რომ ჩავეხუტე, ამოყირავდა მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემმა ბებიობამ შეიძინა საყვარელი, სასიხარულო სტატუსი. მინდა, მთელი ცხოვრება ვიყო მისი ცხოვრების თანაზიარი და გულშემატკივარი“, - ამბობს მაგდა ჯოხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფრთხილად სიზმართან!“ - თაკო მელიქიშვილი სექტემბრის 2 თარიღს ასახელებს, როცა საბედოს ნახავთ