Digest Logo

„პირველი ნომერი შეიძლება მამარდაშვილიც იყოს“ - სლოტი „ლივერპულის“ მეკარეებზე

1772218137
გიორგი მამარდაშვილი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე მეკარეების შესახებ ისაუბრა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდში ამ პოზიციაზე ძალიან კარგი მდგომარეობაა და ალისონის გარდა, გიორგი მამარდაშვილსაც შეუძლია პირველი ნომრობა.

„იდეალურ სამყაროში მეკარე არ გჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად კარგად იცავ თავს, რომ არ გჭირდება მეკარე, რომელიც მნიშვნელოვან სეივებს აკეთებს. თუმცა ჩვენთვის კარგია, რომ თუ მეკარე გვჭირდება, ის შესანიშნავი გვყავს. ალისონი უკვე შვიდი წელია აქ თამაშობს. კარგია, რომ არა მხოლოდ ერთი კარგი მეკარე გვყავს, არამედ გიორგი მამარდაშვილიც, რომელიც, ასევე, შეიძლება პირველი ნომერი იყოს.

გუნდი მეკარეების მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ასეა მრავალი წელია. სანამ გიორგი ჩვენთან იქნებოდა, კელეჰერი გვყავდა და ის ძალიან კარგად თამაშობდა, ისევე, როგორც ახლა „ბრენტფორდში“ თამაშობს. თუმცა, ალისონი ყოველთვის პირველი ნომერი იყო და ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად კარგია ის, თუ მას შეუძლია კელეჰერის და გიორგის უკან ჩამოტოვება“, - განაცხადა სლოტმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2026 წლის 28 თებერვალი - პლანეტების პარადი: შენი სიტყვები კოდებია - ისინი მოქმედებენ შენს ცნობიერებაზე

🎥 „ადამიანი უნდა მიენდოს ღმერთს და მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ღმერთთან ერთად...“ - დეკანოზი შალვა კეკელია

⭕„აიღეთ პატარა თეთრი სანთელი, მოუსვით მას ცოტაოდენი სურნელოვანი ზეთი...“ - ვენერას რიტუალი, რომელიც 27 თებერვალს უნდა გააკეთოთ

წყარო: newshub.ge