Digest Logo

პირველი ქართველი მუსიკოსი რომელიც იმ დარბაზში იმღერებს, სადაც კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა გამართეს

1679939813
სტეფანე მღებრიშვილი

პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელიც იმ დარბაზში იმღერებს, სადაც კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავებმა - მადონამ, სტინგმა, მიკ ჯაგერმა და U2-მ გამართეს. სტეფანე ნიუ-იორკში დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც "ვებსტერ ჰოლში" გაიმართება.

🔵„არბენინებენ ამ მიმტანებს კაი რესტორნებში, ეს მომიტანე, ის მომიტანე... მერე ბარათით გადახდას ითხოვენ და ტიფსებსაც არ უტოვებენ...“ - სტეფანე მღებრიშვილი

ქართველი მომღერალი ათას 400 მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი და პოპულარული სიმღერებით წარდგება. სტეფანეს კონცერტი ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაა დაგეგმილი, თუმცა ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. სტეფანეს ამერიკულ საღამოს ყველაზე მეტად ქართველი ემიგრანტები ელოდებიან.

კონცერტის ორგანიზებისთვის პროექტის ხელმძღვანელმა სალომე ლილუაშვილმა იმუშავა.

მანჰეტენზე, ღონისძიების პირველი ნაწილი ქართველ სტარტაპერებს დაეთმობა. 26 მაისს, - სტეფანეს კონცერტის დაწყებამდე, „გლობალაიზი” სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრებს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის არაერთ აქტივობას გეგმავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„ნუ განსჯით ეკლესიის ჭეშმარიტების ხარისხს მისი წევრების ცოდვილობის ხარისხით“ - დედა სიდონია

🔵„აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“ - საგანგებო განცხადება

წყარო: rustavi2.ge