
ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ის ადამიანია, ვისთან ურთიერთობასაც მხოლოდ პოზიტივი მოაქვს. მართალია, მისი მკაცრი გარეგნობა არ ემთხვევა მის თბილ და იუმორით სავსე ხასიათს, მაგრამ ამაზე თავად ხუმრობს – ამბობს, რომ ბევრს უთქვამს მისთვის, შორიდან სულ სხვანაირი ჩანხარ, ახლოდან რომ გაგიცანი, რადიკალურად სხვა ხარო.
ამჯერად გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლეზე ისაუბრა და სიყვარულის ისტორია გაიხსენა:
– რამდენი წელია, რაც დაოჯახებული ხარ და რომ ამბობენ, ოჯახური თანაცხოვრების ყოველდღიურობა სიყვარულს ცვლისო, ეს მომენტი გქონდა?
გოდერძი შარაშია: გაცნობის პერიოდსაც კი დაოჯახების პერიოდად ვთვლი და ჯამში, 24 წელი გამომდის. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ბედს უკავშირებს, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, გარემო, განწყობები, საახლობლო წრე, ამ მხრივ, ჩემი და ცირას ცხოვრებაში ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა. მისი მხრიდან კარგი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში და ასევე, ჩემი მხრიდან – მასთან. პირველივე ნახვიდან მივხვდი, ცირა ჩემი ადამიანი იყო და არასდროს ეს ჩვენება არ შემიცვლია. შორიდან დავინახე და მივხვდი, ჩემში ისეთი რამ მოხდა, რაც სხვა დროს არ მომხდარა, ვიგრძენი, ენერგეტიკულად ჩემი ადამიანი იყო.
ბევრი პრობლემა, ტკივილი და დარდი ერთად გადავლახეთ, ბევრი სიხარულის წუთებიც ერთმანეთს გავუზიარეთ და დღემდე ასე მოვდივართ. ჩვენ ორი ერთნაირი ადამიანი ვართ, ერთნაირი განწყობით, მიზნებით, ამოცანებით, სურვილებით. 24-წლიანი ქორწინება არც დიდი დროა და არც პატარა, ბევრი გამოწვევა და გამოცდა მოგვიწყო ცხოვრებამ და ჩვენ გავუძელით და გადავლახეთ. ვფიქრობ, წყვილს შორის იდილიური ურთიერთობისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემა და მოთმენა. საყვარელი ადამიანის გამო ბევრი მომითმენია და დამითმია კიდეც და ანალოგიურად მას – ჩემთვის.
ამის გარეშე ურთიერთობა არ დგება, მით უმეტეს ცოლ-ქმრის. რასაკვირველია, განსხვავებული შეხედულებებიც გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის ვუგებთ და გამოსავალსაც ვპოულობთ. ასე რომ, ჩემი ოჯახური იდილიისა და სიმშვიდის მთავარი გარანტია ის, რომ ორივე დამთმობი ვართ და ყველა სიტყვასა და გადაწყვეტილებაში ერთმანეთის აზრს ვცემთ პატივს.
24 წელია, ერთად ვცხოვრობთ და თუ არ ჩავთვლით იმ დღეებს, როცა მე რამდენიმე დღე გადაღებაზე მიწევს წასვლა, დანარჩენი სულ ერთმანეთის გვერდით ვართ. არ მჯერა იმის, რომ ამბობენ, პატარ-პატარა განშორებები ცოლ-ქმრისთვის კარგიაო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: