საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს ბაია პატარაიას ღირსების მედალი გადასცა.
ბაია პატარაიას ღირსების მედალი „ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის გადაეცა.
როგორც ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, მიღებული ჯილდო ყველა ქალს ეკუთვნის, ვინც დღეს ქალების უფლებების დასაცავად იბრძვის.
„მადლობა პრეზიდენტს ასეთი დაფასებისთვის
ეს ღირსების მედალი ეკუთვნის ყველა ქალს და ყველა გოგოს, ვინც დღეს ქალების უფლებების დასაცავად იბრძვის.
მადლობა ჩემ თანამებრძოლებს, აქტივისტებს, ფემინისტებს, საფარის ძვირფას თანამშრომლებს, ქალთა მოძრაობის წევრებს, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებს და მადლობა ჩემ უახლოეს მეგობრებს და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის“,- წერს პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება
⭕„და ვინ ირჩევს ჭკვიან კაცებს? არც არავინ, ისინი არ არსებობენ...“- რას წერს გოგა ჩანადირი