Digest Logo

„ქალი იყო მთელი არსებით და არ ევასებოდა ტრანსები „ვაბშე“... ლბჯბტბლტ თუ როგორ ჰქვია, ტენიან „ტრანსაქტივოსტობას“ და კანონის გამო მკვლელობას!“ - რას წერს ზალიკო ბერგერი კესარია აბრამიძის მკვლელობის ირგვლივ შეფასებებზე

1726746322
ზალიკო ბერგერი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კესარია აბრამიძის მკვლელობის ირგვლივ სხვადასხვა ჯგუფების მიერ არაერთი შეფასება ვრცელდება, რასაც დიზაინერი ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქალი იყო მთელი არსებით და არ ევასებოდა ტრანსები „ვაბშე“!!! არც ა.შ. და ნუ აბრალებენ რაღაცას, სანამ გადაკეთდებოდა უკვე ქმარი ჰყავდა!

ტრადიციული ქართველი ქალი იყო და ლბჯბტბლტ თუ როგორ ჰქვია ))) ტენიან „ტრანსაქტივოსტობას“ და კანონის გამო მკვლელობას!

ერთი ვითომ ჟურნალისტი რეებს წერს და ფოტოებს ავრცელებს! (( საწყალი კესო ,რად უნდოდა ეს ქმარი და პატიოსნება და ეჭვიანობა“,- წერს ზალიკო ბერგერი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 84 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პაკეტი შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?

⭕„ხელის თხოვნას აპირებდა“ - რას ამბობენ კესარია აბრამიძის მეზობლები?