Digest Logo

„ქართული პრესა ბავშვების ძველ ფოტოებსაც კი თხრის, რომლის გამოქვეყნება სულ არ მინდა - მათ ვინ გააჩერებს?“ - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი

1693135511
სინტა დეპონტი

„ქართული პრესა ბავშვების ძველ ფოტოებსაც კი თხრის, რომლის გამოქვეყნება სულ არ მინდა - მაგრამ მათ ვინ გააჩერებს?“, - ამის შესახებ ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე სინტა დეპონტი სოციალურ ქსელში წერს. 

ცოტა ხნის წინ შოვში სამძებრო ოპერაციისას ნაპოვნი მამაკაცის ცხედრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა, იგი ზაზა მესხს ეკუთვნის, მისი ამოცნობა საქორწინო ბეჭდით მოხდა, რომელზედაც მეორე მეუღლის სახელი იყო ამოტვიფრული „ალინა“.

შოვში სტიქიას ასევე ემსხვერპლა ზაზა მესხისა და სინტა დეპონტის უფროსი ვაჟი.

„ინტერნეტში ვრცელდება ჩემი შვილების მამის, ზაზა მესხის გარდაცვალების ამბავი.

მეგობრები, ნათესავები და ნაცნობები წერენ და აქვეყნებენ მოგონებებს.

და ქართული პრესა ყველაფერს ავრცელებს, და ბავშვების ძველ ფოტოებსაც კი თხრის, რომლის გამოქვეყნება სულ არ მინდა - მაგრამ მათ ვინ გააჩერებს?

დღეს რომ დავინახე შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული დედისა და სამი შვილის დაკრძალვას პრესა როგორ აშუქებს, მიკვირს: როგორ ვიპოვოთ ბალანსი ამას შორის, რომ ერთი მხრიდან ზაზას ყველა მეგობარსა და ახლობლებს დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა მივეცით და მეორე მხრიდან ბავშვებისთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რიტუალის დროს პირადი სივრცე შევინარჩუნოთ... (ვისაც გაქვთ იდეები მაგას შესახებ, მომწერეთ)“,- წერს სინტა დეპონტი.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით დაკარგულებად ითვლება 2 ადამიანი. ამ დროისთვის 2-3 ცხედრის იდენტიფიცირებას ელოდებიან, საერთო ჯამში ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა“ - იზა ომაძე ნიკოს აქამდე უცნობ ფოტოს ავრცელებს

🔵 „ბოლოს ნანგრევებში ეძინა, მხედველობა თითქმის დაკარგა და სულ მშიერი იყო ...“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს