Digest Logo

ქართველები ტოპ ლიგებში: ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი „პსჟ-ის“ მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

1788621780
ხვიჩა კვარაცხელია

ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ამჯერადაც ვერ მოიგო. ევროპის მოქმედმა საკლუბო ჩემპიონმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში „მონაკოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. ხვიჩამ მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა. მისი პასით 31-ე წუთზე ანგარიში მარკინიოსმა გახსნა, მაგრამ „მონაკომ“ ნაზინიოს (58) და იდუმბო მუზამბოს (72) გოლებით მაინც გაიმარჯვა.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ გასვლაზე „შტუტგარტთან“ ვერაფერს გახდა 1:4. საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო.

ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „იფსვიჩს“ ესტუმრა და 2:0 სძლია. ქართველი მეკარე სათადარიგოებში იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

⭕ „ადამიანები თავიანთ უბედურებაში პარტნიორებს ადანაშაულებენ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

⭕ „უფრო მდგრადი ხდება ის ასაკობრივი ცვლილებების მიმართ...“ - როგორ ავირიდოთ თავიდან დემენცია

წყარო: 1tv.ge