ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბიჭის დედა გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და შვილის დაბადებით გამოწვეული საკუთარი ემოციები გაასაჯაროვა.
„ეს იყო საუკეთესო თვე. ჩვენ ახლა სანდროს მშობლები ვართ, ყველაფერი სიზმარს ჰგავს, არასდროს მიგრძნია ასეთი ძლიერი სიყვარული. მაგრამ ასევე გადაღლა რეალურია! მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის და მარტოხელა მშობლების მიმართ პატივისცემა გამეზარდა“, - წერს ქეთი მელუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დაიკეტა - რას ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში