Digest Logo

ქოჩორაშვილი მამარდაშვილზე: მახსოვს 20 წლის ბიჭი, რომელიც აქ აღფრთოვანებული მოვიდა, ვამაყობ შენი გავლილი გზით ძმაო

1747680840
ქოჩორაშვილი მამარდაშვილზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიიდან“ წასვლას გამოეხმაურა.

„მახსოვს 20 წლის ბიჭი, რომელიც აქ აღფრთოვანებული მოვიდა. დღეს, იმის დანახვა თუ რამდენად შორს წახვედი ამაღელვებელია. ვამაყობ შენი გავლილი გზით ძმაო. ყველაფერი, რაც ახლა იწყება დამსახურებულია“, - აცხადებს ქოჩორაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის 35-ტურში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა „მესტალიაზე"“ და გულშემატკივარს დაემშვიდობა. ქართველი მეკარე ახალ სეზონს „ლივერპულში“ დაიწყებს.

აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილის მსგავსად, სეზონის ბოლოს გიორგი ქოჩორაშვილიც დატოვებს ამჟამინდელ კლუბ „ლევანტეს“ და ახალ სეზონს „სპორტინგთან“ ერთად დაიწყებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

 ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის ეს კვირა ფინანსურად წარმატებული იქნება

⭕„რამდენიც არ უნდა იძახოთ, რაღა დროს „ნაცებიაო“, 80 წელი გავიდა და დღემდე გვახსოვს ფაშიზმი - მამაჩემის კაცობაში ან სიყვარულში იმედია, ეჭვი არავის ეპარება, დროში იყო შეზღუდული და იმდენი რამე ვერ თქვა...“ - გია ბურჯანაძის ქალიშვილი მამის კომისიაზე გამოკითხვას და მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება

🎥 როგორ გავრეცხოთ და შევინახოთ ხილ-ბოსტნეული სწორად? - სპეციალისტის რჩევები