Digest Logo

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

1714749727
დეკანოზი შალვა კეკელია

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორი ფორმა.

ენათმეცნიერების მტკიცებით, სწორი ფორმაა „აღდგა“, თუმცა, მართლმადიდებლების უმეტესობა მაინც „აღსდგას“ იყენებს.

ამ თემაზე კომენტარი, წინა წელს, მამა შალვამაც გააკეთა.

„ჩვენ ორივე ფორმას ვხმარობთ, აღდგას და აღსდგასაც. ორივე სწორია, პირდაპირ დადგენილი არ არის. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ეს ფორმაა სწორი, ზოგი არა. ჩვენ ზოგჯერ, ორივეს ვიყენებთ. მთავარია, გულით იყოს. მთელი გულით როცა გეტყვიან, ქრისტე აღსდგაო, უნდა თქვა, რომ აღსდგა და მართლაც, შენს გულში შემოდის“, - განმარტა სასულიერო პირმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ

⭕დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე

⭕„ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ - გურამ დოჩანაშვილის განმარტება