Digest Logo

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა, მას გაჰყოლოდა

1666185062
პატრულ-ინსპექტორი

ქუთაისში გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. ამავე ინფორმაციით,  საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს.

ადგილობრივების თქმით,  აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.

დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თუმცა განმარტავს, რომ მშობლებში პანიკაა და სხვა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

სკოლის მიმდებარედ მამაკაცის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების და ბავშვების გატაცების  მცდელობის ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში.

მშობლები  აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლები მათ აფრთხილებენ და მოუწოდებენ, არ დატოვონ ბავშვები მარტო.

ასევე დაგაინტერესებთ 👇

🔵„რა პიარი და ანტიპიარი, თქვე უსისხლოებო, რაებს აკეთებთ? იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს, თქვე ავადმყოფებო!“ - კოტე ზარნაძე

🔵„ჯვრის აყრა მინდა, მაგრამ...“ - რით ემუქრება ყოფილი ქმარი მომღერალ ელენე ფოჩხუას

🔵„ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება... და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?“ - ნანა გეგეჭკორი

წყარო: rustavi2.ge