Digest Logo

„რა პიარი და ანტიპიარი, თქვე უსისხლოებო, რაებს აკეთებთ? იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს, თქვე ავადმყოფებო!“ - კოტე ზარნაძე

1666121439
კოტე ზარნაძე

ვაკის პარკში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ლაზარე ლობჟანიძის ოჯახის მეგობარი, თბილისის საკრებულოს წევრი კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისის მერის კახი კალაძის ლაზარესთან სტუმრობას ეხმაურება. 

„ყველანი ვცდილობთ ძლივს გადარჩენილი ბავშვის გარშემო პოზიტიური გარემო შევქმნათ და თქვე უსისხლოებო რაებს აკეთებთ?! რა პიარი და ანტიპიარი, რა ვინმეს დადანაშაულება, კარი რატომ გაუღეს და რატომ შეუშვეს სახლში, სულ გაგიჟდით ხალხო ??

სულ გასულელდით და გადახვედით ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს ?! რამ გაგიყინათ სისხლი და გაგხადათ პოლიტიკური სვავები ??? რაამ ??? რა სურვილი გაქვთ ასეთი ყველაფერი კორტნოთ და ჯიჯგნოთ ?!! იმ ბავშვს სოციალური ქსელიც აქვს და ყველაფერს კითხულობს თქვე ავადმყოფებო!“, - წერს კოტე ზარნაძე. 

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე 14 წლის ლაზარე სახლში ინახულა. ფაქტის ამსახველი ფოტოები ლაზარემ სოციალურ ქსელში ატვირთა, რაც მედიაში გავრცელდა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან გავრცელებულ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს.

ამავე თემაზე:

🎥 „კახა კალაძეც ერთ-ერთი თავზარდაცემული ჭირისუფალია, მისი ვაჟკაცური ცრემლიც გაჰყვა პატარა მარიტას“ - მარიკა კვალიაშვილი

🔵„მადლობას 100კვ გარემონტებული ბინა მიაყოლეთ და აუცილებლად დაიდგას ამ პიროვნების ძეგლი ვაკის პარკში!“ - რას ითხოვს მედეა ადამია

🔵„ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

🔵„ისევ იქ ვართ, ოთხმოცდაათიანებში. უბრალოდ შადრევნებია განათებული და თან კლავს, ამაშია მხოლოდ განსხვავება... და მაინც, ვინ მოკლა მარიტა?“ - ნანა გეგეჭკორი