ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს, რომელიც ყურადღებას ქვეყანაში ერთ-ერთი უმძიმესი დაავადების - აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების რისკებზე ამახვილებს და ასევე, ასახელებს ამ რისკის მატარებელ ფაქტორებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან.
პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
არაერთი რუსი პაციენტი ჰყვება (ქალიც და კაციც), რომ ჰყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი).
მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება.
შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი.
ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საეჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ“,- წერს ბუწაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი ყიფშიძე ცოლს დაშორდა - „წაუღეთ ტვინი, ნუ შეგვეც@@ით“