
რა დგას ბიოლოგიური ასაკისა და რეალური აღქმის შეუთავსებლობის მიღმა?
რა ფენომენია - „ასაკი არ გეტყობა“
როგორ ვხვდებით ცვლილებებს ჩვენს სხეულსა და ტვინში?
რას „ბრალდება“ ჩვენი გარეგნობა - გენეტიკას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, საკუთარ თავზე განსაკუთრებულ ზრუნვას, თუ თანამედროვე მედიცინის მიღწევებს?
აღნიშნულ საკითხებზე „იუთუბის“ არხზე „კოტ კასტში“ ექიმ კოტე მათითაშვილთან ტელეწამყვანებმა: ნანიკო ხაზარაძემ და ნიკა ლომიძემ ისაუბრეს, სადაც საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს მაყურებელს.
ნანიკო ხაზარაძე:
„53 წლის ვხვდები და წამალი არ დამილევია. სიგარეტსაც ვეწეოდი და სოლარიუმშიც დავდიოდი, აი ალკოჰოლს არასოდეს არ „ვეტანებოდი“, ეს არ ნიშნავს, რომ მომბაძოთ, მაგრამ ფაქტია. ძალიან სასიამოვნოა, რომ გეტყვიან გარეგნობაზე, „არ გეტყობა ასაკიო“. შინაგანად თავს ვგრძნობ, როგორც 25 წლის. ჩემი შვილის მეგობრებიც, ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ასაკი, თავისთავად თვითცენზურას გიწესებს. არის რაღაცები, რაზეც უარის თქმა გიწევს და სითამამით ვერ აკეთებ, როგორც 25 წლის ასაკში. ერთი პლუსი აქვს ასაკს, რომ ვარ იმფანტილური (ბავშვური, ხალისიანი). გრავიტაცია, მაინც თავისას შვრება და ხან თავი აგტკივდება, ან რამე. სიგარეტს თავი რომ დავანებე, 15 კილო მოვიმატე, ვარჯიში მეზარებოდა, ამიტომ ფეხით სიარული გადავწყვიტე და 10 კილომეტრს ვასრულებ“.
ნიკა ლომიძე:
„თმის გადანერგვა მაქვს გაკეთებული. ვფიქრობ, თუ რამე გაწუხებს, უნდა გაიკეთო. ეთერში, არაესტეთიკურად ჩანდა ეგ და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება. მაქვს კიდევ ერთის რესურსი და ვიზამ. რაგბი მიყვარს ძალიან და კრივის გარდა ყველა სპორტზე მივლია. სულ მოძრაობაში და ტონუსში მყავს ორგანიზმი, ვერ ვიტან რუტინას და დარბაზში გირებზე მუშაობას, ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ვერ მოვუარე კუჭ-ნაწლავს. ვერავინ იცის, როდის და რას ვჭამ“.
ასევე დაგაინტერესებთ: