Digest Logo

რა განსხვავებაა შფოთვით აშლილობასა და პანიკურ შეტევას შორის - ფსიქიატრ ლევან ანდრონიკაშვილის განმარტება

1744475142
ლევან ანდრონიკაშვილი

ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში შფოთვით აშლილობასა და პანიკურ შეტევას შორის განსხვავებაზე საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს:

„პოპულაციაში პანიკური შეტევა უფრო ხშირად არის, ვიდრე შფოთვითი აშლილობა როგორც დიაგნოზი. 

შფოთვითი აშლილობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული  მაშინ, როდესაც პიროვნებას იმისდა მიუხედავად, რომ არაფერი არ უნდა ანერვიულებდეს, კითხვა უჩნდება თავში და ეს კითხვაა ვაი თუ. ვაი თუ ეს მოხდება, ვაი თუ ის მოხდება. ამაზე პასუხს რომ ვერ პოულობს და გაურკვევლობაშია მაშინ ეწყებათ შფოთვითი აშლილობები.

პანიკური შეტევა კი ბიოლოგიური პროცესია, ფიზიოლოგიური. როდესაც ჩვენს ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებები, კორტიზოლი და ყველაფერი ისეთ დიდ შეტევას, ამოფრქვევას იწყებს ჩვენს ორგანიზმში, რაც იწვევს სხვადასხვა ორგანოს მიერ პასუხს იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა პასუხი როგორიცაა წნევა, ტაქიკარდია, ფილტვებიდან ხშირი ზედაპირული სუნთქვა. ან ნევროლოგიური სისტემის პასუხი თვალებში დაბინდება, თავის ტკივილი, სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაბუჟება, სიკვდილის და გაგიჟების შეგრძნება. 

ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანიკური შეტევა არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო პროცესი ადამიანისთვის, არც გაგიჟებას იწვევს. ეს შეგრძნებები აქვთ იმიტომ, რომ კარგავენ კონტროლს რეალობაზე“, - ამბობს ლევან ანდრონიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეუბნება მეტი საქმე არ მაქვს ვიღაცას ჩავბანოვო, ამაზე სულ გამოვშტერდი“ - რას ჰყვება ნუცა შანშიაშვილი

🎥 „ბზობას“ ხალხურად ვუწოდებთ, სინამდვილეში მას ჰქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ცოტა პარადოქსულია...“ - დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი

🎥 როგორია ზურა ნიჟარაძე ეკრანს მიღმა და სამი როლი, რისი თამაშიც ოცნებად აქვს