
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა, ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია.
ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. როგორც უკვე ცნობილია, „ევრო 2024“ გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ფინალი კი ბერლინის „ოლიმპიასტადიონზე“ გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს, თურქეთთან თამაში 18 ივნისს გაიმართება, ჩეხეთი 22 ივნისს, პორტუგალია 26 ივნისს.
18 ივნისის მატჩზე დასასწრებად ბილეთის ფასი 928 ლარიდან (დღევანდელი კურსით) იწყება და 5388 ლარამდე ადის.
22 ივნისს საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების ფასი 768 ლარიდან 5773 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება 26 ივნისის საქართველო-პორტუგალიის თამაშს, ბილეთების შეძენა 818 ლარიდან 4047 ლარამდეა შესაძლებელი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზურიკო დავითაშვილმა შვილი მონათლა - კადრები, ნათლობის ცერემონიიდან