3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ მოქალაქეებს კვლავ ეძებენ, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები მე-6 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 19-მდე გაიზარდა, ასევე ნაპოვნია მე-20 ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მოწყობილია დროებითი ხიდები.
ადგილზე, 24 საათის განმავლობაში მაშველებთან ერთად მუშაობენ სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდია. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა.
გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუ რა ხდება შოვში სტიქიიდან მე 6 დღეს:
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 პატარა ევა შოვში მოხალისედ წასულ მამას ეკრანზე ეფერება - ემოციური ვიდეო