Digest Logo

„მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-იდან რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა... გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი“ - რას წერს შოვის მეწყერს გადარჩენილი გოგო

1691302135
შოვის მეწყერს გადარჩენილი გოგო

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ბერიანიძე, რომელიც შოვის მეწყერში შვილთან და მეუღლესთან ერთად მოჰყვა გადარჩა. ამ სასიხარულო ამის შესახებ ის თავად წერს სტატუსს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი და მისი ოჯახის გადარჩენაში წვლილი შეიტანა.

„გამარჯობა, მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ იმ 16-იდან რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი მე მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო .

2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში უცებ ვხედავთ ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა. არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბიჭებო მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება.

მინდა მუდამ ჯანმრთელები და ბედნიერები იყოთ. ასევე უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს ვინ გვაჭმევდა და ვინ გვაცმევდა აღარ ვიცი. ყველაა სათითაოდ მოდიოდა და გვეხმარებოდა. მადლობა ხალხნო თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“ - წერს მარიამ ბერიანიძე.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.

სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები...“ - სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს

🔵წითელი ჯვრის საზოგადოება შოვში მყოფ მოხალისეებს და დაზარალებულებს მიმართავს