
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ წარმატებით დაბრუნდა, სომხეთი 6:1 გაანადგურა და ათასობით ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.
დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, დაერთოთ თუ არა „დინამო არენაზე“ თამაშის ნება, გულშემატკივრის მხრიდან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საბოლოოდ ქვეყნის მთავარ სტადიონზე თამაში გადაწყდა.
გულშემატკივრის მოედანზე შეჭრის ფაქტები წარსულშიც დაფიქსირებულა.
ბოლოს, ათასობით ქომაგი მილანის ლეგენდების მატჩის დროს შევარდა. ნაკრების ფეხბურთელებმა ქომაგებთან მისვლა და ტრადიციული „რიტუალის“ შესრულებაც ვერ მოასწრეს.
უნდა აღინიშნოს, რომ „მილანის“ ლეგენდებთან მატჩი ამხანაგური იყო და ამაზე არავინ არაფერი თქვა. სომხეთთან შეხვედრა კი უეფას ეგიდით ტარდებოდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ უეფა ამ ფაქტზე აქტიურ განხილვას დაიწყებს და დიდია ალბათობა, რომ შემდეგი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა უმაყურებლოდ ჩაატაროს. გულშემატკივრის შევარდნის ფაქტები ბევრჯერ დაფიქსირებულა და ამ შემთხვევების უმეტესობა, მასპინძელი გუნდის დასჯით სრულდებოდა.
ასევე რამდენიმე დღის წინ, ერევანში უამრავი ქართველი იყო ჩასული და მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
ქართველი ქომაგები ამბობდნენ, რომ სომხეთმა ღირსეული დახვედრა მოუწყოთ.
@armenianpremierleague Իրանց էինք հիանալի ընդունել Երևանում 🤮
♬ original sound - Armenian Football
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისის „გრანდ სლემზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
⭕სომეხი ფანები: არ გვინდა თქვენი ბოდიშები, ერთად მოუხადეთ ბოდიში მხითარიანს და წადით!