Digest Logo

„რა ვუთხრა დედას, რომელიც შენი ბედნიერებით ტკბებოდა...“ - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თბილისში აფეთქებას ემსხვერპლა

1712571848
რატი საგანელიძე

7 აპრილს, თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა რატი საგანელიძეა, რომელსაც სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„ჩემო რატატუი, ჩემო შვილო, როგორ გაამწარე მშობლები...სული მეწვის ჩემო ზე სიმპატიურო ბიჭო, ვერ ვანუგეშებ შენს მაკას, რა ვუთხრა დედას, რომელიც შენი ბედნიერებით ტკბებოდა, რით ვანუგეშო ჩემი მაკა, სიტყვები უძლურია შვილო.

არ მინდა ამ სიტყვების თქმა, დამშვიდობებას ჰგავს, ნათელში იყავი ჩემო ზე სიმპატიურო, ძალიან მიყვარხარ ჩემო რატი.

შეხვედრამდე ზეციურ ქვეყანაში“,- წერს ოჯახის ახლობელი.

სასროლეთში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაღუპული პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.

დაღუპულებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. 

მომხდარის რა ვერსიაზე მუშაობენ სამართალდამცველები ჯერჯერობით უცნობია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

⭕„ჩემი ძმა დაიჭირეს, იმიტომ რომ მე ტელევიზიიდან წავედი, ახლა რადიკალურად განსხვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ... „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ყველაფერს პოლიტიკური სახე ჰქონდა“ - ლევან გოგორელიანი